აშშ სომხეთ–აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებას შეუწყობს ხელს

20-03-2023 22:15:56 კავკასია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს და მათ შორის, აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკების თემა განიხილეს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, ბლინკენმა ფაშინიანს დაუდასტურა, რომ აშშ ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელს შეუწყობს.

ბლინკენმა „დაადასტურა, რომ აშშ-ის ემხრობა პირდაპირ მოლაპარაკებებს და დიპლომატიას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის დამყარების მიზნით და აღნიშნა, რომ ომის გზით მოგვარება არ არსებობს,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობით, ბლიკენმა გაიმეორა მოწოდება ლაჩინის დერეფნსი

(ერთადერთი გზა, რომელიც აზერბაიჯანის სომხებით დასახლებულ მთიანი ყარაბაღის რეგიონს სომხეთთან აკავშირებს) ბლოკადის მოხსნის შესახებ და გამოთქვა ამ პროცესში თანადგომის მზადყოფნა.

აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ ლაჩინის დერეფნის გზის გადაკეტვის შედეგად მთიან ყარაბაღს შეუწყდა მნიშვნელოვანი პროდუქტის მიწოდების შესაძლებლობა, მწვავედ დგას სურსათის მიწოდების საკითხი, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტი.

პარალელურად სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა თავის რუს კოლეგას. სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე კვლავ ისაუბრა "3+3" ფორმატზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები