
ავდიევკა უახლოეს მომავალში შეიძლება, მეორე ბახმუტად იქცეს - უკრაინის სარდლობა
20/03/2023 18:50:13 ევროპა
უკრაინის თავდაცვის ძალები არ გამორიცხავენ, რომ დონეცკის რეგიონში ავდიევკა უახლოეს მომავალში "შეიძლება, მეორე ბახმუტად იქცეს". რუსი სამხედროები მუდმივად ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას, – თქვა ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ, ტაურიდის მიმართულების თავდაცვის ძალების პრესცენტრის სპიკერმა.
„მტერი მუდმივად ცდილობს ავდიევკას ალყაში მოქცევას. ვეთანხმები ჩემს კოლეგებს ბრიტანეთიდან, რომ ავდიევკა შეიძლება გახდეს მეორე ბახმუტი უახლოეს მომავალში. ნამდვილად ასეა. მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ჯერ-ჯერობით ყველაფერი ასე ისე კარგად აქვთ რუსულ დანაყოფებს, რომლებიც ამ მიმართულებით უტევს“, - თქვა მან უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
დიმიტრაშკოვსკის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დამპყრობლებმა გამოიყენეს ბოლო რეზერვები და განიცდიან "საკმაოდ სერიოზულ დანაკარგებს" პერსონალსა და აღჭურვილობაში.
მან დასძინა, რომ რუსული ძალების თავდასხმები ამ მიმართულებით იგივე ტიპისაა: ისინი თავს ესხმიან „ძალიან პროგნოზირებულად“, ამიტომ უკრაინელი სამხედროები ახერხებენ თავიანთი პოზიციების დაცვას.
„ტაქტიკურად, ვითარება მსგავსია ჩრდილოეთით მდებარე დიდ ქალაქ ბახმუტისა. უკრაინული ძალები აგრძელებენ თავდაცვას ორგანიზებულად, მაგრამ მათი მიწოდების ხაზები დასავლეთში რუსეთის ალყაში მოქცევის მზარდი საფრთხის ქვეშ იმყოფება“,– ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
ბახმუტი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად ფრონტის ხაზზე. რუსები ქალაქის აღებას გასული წლის ზაფხულიდან ცდილობენ.
ნატოს დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ბახმუტთან ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე უკრაინა.
იხილეთ ასევე:პრიგოჟინი ბახმუტში ითხოვს დახმარებას შოიგუსგან