Accentnews.ge
ტოივო კლაარი: "სოხუმი და თბილისი ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის მზად არ არიან"

ტოივო კლაარი: "სოხუმი და თბილისი ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის მზად არ არიან"

22/03/2023 10:12:35 კონფლიქტები

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი „ფეიკს“ უწოდებს განცხადებებს, იმის შესახებ რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ მოუიწოდებს. ამის შეახებ კლაარმა აფზახურ გამოცემა „ნუჟნაია გაზეტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე შემიძლია ზუსტად და ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ომისკენ არავინ უძგებს. აშშ-ის ელჩმა თბილისში დაადასტურა, მრავალგზის დაადასტურა, რომ აშშ-ს მხრიდან მსგავსი ზეწოლა არ არსებობს. ეს დეზინფორამციაა“, -განაცხადა ტოივო კლაარმა.

მისი თქმით, „არიან ცალკეული პიროვნებები, რომლებიც ისეთ რამეებს ამბობენ რაც სათქმელი არაა“.

„მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან, რაიმე აგრესიულ განზრახვას“, - დასძინა მან.

დიპლომატმა ერგნეთის შეხვედრის მაგალითი მოიყვანა, რომელზეც ოსური მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამჟამად არსებული ვითარება გაცილებით მშვიდია, ვიდრე ადრე.

ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკების შესაძლებობაზე საუბრისას, კლაარმა განაცხადა, რომ „ამჟამად არც სოხუმი და არც თბილისი ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის".

„ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის უფრო არაფორმალურ, მაგრამ პირდაპირ კონტაქტებს იმ იმედით, რომ ეს მისაღები იქნება. ჩვენ გვსურს, რომ დასხდნენ მაგიდასთან და ერთმანეთს სასაუბრო თემები შესთავაზონ. ამისთვის სოხუმიც და თბილისიც მზად უნდა იყვნენ არა მხოლოდ საკუთარი პრიორიტეტების შეთავაზებისთვის, არამედ მეორე მხარის პრიორიტეტების განხილვისთვისაც“,- განაცხადა კლაარმა.

მისი თქმით, იგი სოხუმს ეწვია, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და არა, როგორც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე. კლაარი სოხუმში შეხვდა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერს ლაშა აშუბას და დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანს სერგეი შამბას.

„ჩვენ ვითხოვეთ ბატონ (ასლან) ბჟანიასთან შეხვედრა (ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი. რედ) მაგრამ, სამწუხაროდ, ის ავად გახდა. ბატონმა (ინალ) არძინბამ (ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი რედ.) საბოლოოდ ჩვენი შეხვედრა არ დაადასტურდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევხვდით ბატონ არძინბას, მაგრამ იმედი გვაქვს მომავალში ასეთი შეხვედრა შედგება“,- დასძინა მან.

კლაარმა დაადასტურა, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 4-5 აპრილს გაიმართება და ვერ ხედავს მოლაპარაკებების სხვა ადგილას გადატანის საჭიროებას. მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მოლაპარაკებების მინსკში გადატანის წინადადებით გამოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S