მოსკოვი: "რუსეთი და საქართველო ავიამიმოსვლის აღდგენის ზღურბლზე არიან"
22-03-2023 15:33:18
პოლიტიკა
"რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების პირას არიან", - განაცხადა დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლეონიდ კალაშნიკოვმა.
"ვესაუბრე ყველაზე მაღალი რანგის სხვადასხვა ჩინოსნებს, მათ შორის - ძალზე სენსიტიურ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უახლოეს მომავალში მოგვიწევს: ავიამიმოსვლაზე და რუსეთის ვიზების გაუქმებაზე. უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნები ამ გადაწყვეტილებების მიღების პირას არიან", – განაცხადა კალაშნიკოვმა ფორუმის "რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები" მსვლელობისას.
ამასთან, მან იქვე აღნიშნა, რომ ზუსტად როდის იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული და რა რიგითობით - ჯერ ძნელი სათქმელია.
- მიმინარე წლი 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის უსწრაფესი აღდგენის იმედი აქვს.
- მოსკოვის ინიციატივას საქართველოს მმართველი პატიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი. გამონაკლისს ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა.
- მოსკოვის ამ ინიციატივის მხარდაჭერისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არგუმენტად კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი მოიყვანა რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე. ეს სრული სიცრუეა, რადგან თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც კი არ აღწევდა, ბოლო წელს კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან უამრავი ქართველი მამაკაციც გამოექცა.
- საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნება" რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ უკვე გააფრთხიეს.