აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში საპროტესტო აქციას მართავენ

23-03-2023 15:37:37 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროში აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილებისტვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის შესაძენად სამინისტროსგან დაფინანსებას უკვე თვეებია უშედეგოდ ითხოვენ.

მშობლები ჯანდაცვის მინისტრთან ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი თქმით, საუბარია 20-მდე ბავშვზე.

„შეუჩერებლად ვიდგებით, სანამ რამე მიზანს არ მივაღწევთ.“

„მივმართავთ უკიდურეს ზომებს,… ჩვენ დისკონფორტს ვუქმნით მოქალაქეებსაც, ჩვენ გამწარებული დედები ყველაფერზე ვართ წამსვლელი.“

„ვითხოვთ ჯანდსაცვის მინისტრთან შეხვედრას, უკვე ერთი წელია არ გვხვდება ჯანდაცვის მინისტრი.“

„ველოდებით რომ შეგვხვდნენ, მანამდე არსად არ წავალთ“,- აცხადებენ მშობლები „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში.

13 მარტს ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით მშობლებმა პეტიციაც გაავრცელეს:

„საქართველოს ექიმებო, ჯანდაცვის სამართლიანო ხელმძღვანელებო, გულითადო ადამიანებო, გვიშველეთ, მოგვეხმარეთ, გვიშუამდგომლეთ, მიაღებინეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენს მთავრობას!!!!

მოსთხოვეთ რომ შემოიტანონ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი ვოზორიტიდი-მედიკამენტი, რომელსაც 10 წელია ელოდებოდა მსოფლიო და რომელიც ამჟამად სამკურნალოდ ოფიციალურად წარმატებით გამოიყენება იმ ქვეყნებში, სადაც მედიცინის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში! მედიკამენტი, რომელსაც მინიჭებული აქვს FDA და EMA-ს ოფიციალური ლიცენზიები, რომელიც არის ერთადერთი და უალტერნატივო ეფექტური მედიკამენტი მსოფლიოში!!!!

ბავშვები ყოველ დღე ელოდებიან ამ წამალს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები