Accentnews.ge
ცხინვალმა "საქართველოსთან საზღვრის დადგენაზე" მუშაობა დაასრულა

ცხინვალმა "საქართველოსთან საზღვრის დადგენაზე" მუშაობა დაასრულა

23/03/2023 13:48:56 კონფლიქტები

ოსურ დე ფაქტო პარლამენტში "საქართველოსთან საზღვრის დასადგენად" შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა, - განაცხადა დღეს მისმა ხელმძღვანელმა, "დეპუტატმა" გარი მულდაროვმა.

"კომისიამ იხელმძღვანელა საქართველოს სსრ საბჭოთა და სახალხო კომისრების საბჭოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1922 წლის 20 აპრილის №2 დეკრეტით "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის წარმოქმნის თაობაზე". ხსენებულ დეკრეტთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტების საფუძველზე მომზადდა სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი მოხსენება და პროექტი "რუქა - გეგმა". ზემოაღნიშნული დოკუმენტები დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მიერ 2023 წლის 2 მარტს დამტკიცდა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად პრეზიდენტ ალან გაგლოევს გადაეგზავნა" - განაცხადა მულდაროვმა.

ცნობისთვის: რუსეთს მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წელს "1990 წლისთვის არსებულ საზღვრებში" აქვს აღიარებული.

მოსკოვს არაერთგზის აღუნიშნავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგეიონების მიერ "საქართველოსთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის მნიშვნელობა".

თავის მხრივ, თბილისში აცხადებდნენ, რომ "რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის დელიმიტაცია ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში განხორციელდება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S