თეა ახვლედიანმა FAO–ს წარმომადგენლთან შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების როლზე გაამახვილა ყურადღება

23-03-2023 17:50:14 კონფლიქტები ,რეკლამა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლთან რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე რაიმუნდ იელემ სახელმწიფო მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა FAO-ს მიმდინარე პროექტებისა და განხორციელებული საქმიანობის თაობაზე, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

"თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოთქვა FAO-ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობისთვის.

ამასთან, თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების როლი და აქტიური ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობა ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ", – აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები