სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგება – ფაშინიანი

23-03-2023 18:30:44 კავკასია

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგება, ახალი ესკალაცია არ იქნება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაუჭიროს მხარი.

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება იქნება და იგი უმაღლეს დონეზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებებზე იქნება დაფუძნებული. ახალი ესკალაცია არ იქნება! საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაუჭიროს მხარი ამ ნარატივს”, - წერს ფაშინიანი.

მანამდე, 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს და მათ შორის, აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკების თემა განიხილეს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინებოდა, ბლინკენმა ფაშინიანს დაუდასტურა, რომ აშშ ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელს შეუწყობს.

ბლინკენმა „დაადასტურა, რომ აშშ-ის ემხრობა პირდაპირ მოლაპარაკებებს და დიპლომატიას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის დამყარების მიზნით და აღნიშნა, რომ ომის გზით მოგვარება არ არსებობს,“ - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობით, ბლიკენმა გაიმეორა მოწოდება ლაჩინის დერეფნსი

(ერთადერთი გზა, რომელიც აზერბაიჯანის სომხებით დასახლებულ მთიანი ყარაბაღის რეგიონს სომხეთთან აკავშირებს) ბლოკადის მოხსნის შესახებ და გამოთქვა ამ პროცესში თანადგომის მზადყოფნა.

აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ ლაჩინის დერეფნის გზის გადაკეტვის შედეგად მთიან ყარაბაღს შეუწყდა მნიშვნელოვანი პროდუქტის მიწოდების შესაძლებლობა, მწვავედ დგას სურსათის მიწოდების საკითხი, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტი.

პარალელურად სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა თავის რუს კოლეგას. სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე კვლავ ისაუბრა "3+3" ფორმატზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები