Accentnews.ge
„მსგავსი რამ არ გვახსოვს, ლობისტი ქვეყნები აღარ გყავთო“: რა განწყობებია ბრიუსელში

„მსგავსი რამ არ გვახსოვს, ლობისტი ქვეყნები აღარ გყავთო“: რა განწყობებია ბრიუსელში

23/03/2023 16:52:16 კომენტარი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელი ზურა გირჩი–ჯაფარიძე ბრიუსელში საკუთარ ვიზიტს აჯამებს და აღნიშნავს, რომ მარტის პროტესტმა განწყობები შეცვალა, თუმცა ეეჭვება, ამან გავლენა მოახდინოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხის დადებითად გადაწყვეტაზე.

„ჩვენ დასავლელ პარტნიორებში მყარი რწმენა არ არსებობდა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები მზად ვართ, დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ აქციებმა თუ რამე გააკეთა არის ის, რომ ეს რწმენა გააჩინა. ეს დაინახეს [ევროპელებმა და ამერიკელებმა] და იგრძნობოდა. მე სტრასბურგში და ბრიუსელში მქონდა შეხვედრები, სულ მაქვს კომუნიკაცია და ხალხს, რომლებიც საქართველოს მეგობრები არიან, იმედი გაუჩინა და გაააქტიურა“,– აღნიშნა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, პოლიტიკოსი თვლის, რომ აქ „შანსი დაბალია“ და იხსენებს შეხვედრებზე არსებულ განწყობებს, კონკრეტულ დიალოგებს:

  • „ნოემბრის და მარტის შეხვედრებისგან თვალში საცემი განსხვავება იყო ის, რომ ნოემბერში 10 შეხვედრიდან 8-ში გვეუბნებოდნენ, „დასხედით „ქართულ ოცნებასთან“ და იმუშავეთ ერთად“. ჩვენ გვიწევდა ახსნა, რომ „რთულია და თუ მათ სურთ არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ წაიყვანონ ქვეყანა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ?!“. ახლაც 10 შეხვედრა გვქონა და არავის (აღმასრულებელ და საკანონმდებლო ნაწილში)მსგავსი არ გაუმეორებია. ეს იყო ფუნდამენტური ცვლილება. გარდა ამისა, თუ მაშინ [ნოემბერში]საუბარი იყო, რომ დრო არის და ეს პუნქტები (ევროკავშირის 12 რეკომენდაცია) შესასრულებელია, ახლა რაღაც ნაწილი თვლის, რომ ამ პუნქტებიდან ორი შესრულდა, რაღაც ნაწილი მიიჩნევს, რომ შესრულდა სამი – ზოგი თვლის, რომ სახალხო დამცველი კანდიდატის შერჩევაზე ჩართულობა არ იყო საკმარისად მაღალი. ივნისში შესაძლოა, რაღაც თქვან ან დაწერონ, ოქტომბერში უნდა დაიდოს ევროკომისიის შეფასება, დეკემბერში წევრი ქვეყნების ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მასზე დაყრდნობით. პრობლემა იმაშია, ვერ ხედავენ პოლიტიკურ ნებას 12 პუნქტის შესრულების, პირიქით, პრობლემებს ელოდებიან – მაგალითად, ფიქრობენ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი პრობლემატურია, ვენეციის კომისიამ თქვა, რომ გამოყენებულ იქნება საპირისპირო მიზნებისთვის, მაგრამ სავარაუდოდ, მაინც მიიღებენ (მუდმივი კომუნიკაციაა)“.

ჯაფარიძის თქმით, ევროპელები პრობლემას დამატებით ხედავენ ანტიდასავლურ კამპანიასა და კონკრეტულ ქვეყნებთან დაპირისპირებაში:

  • „გააზრებული აქვთ, რომ ანტიდასავლური კამპანია „ოცნებიდან“ მოდის. პირდაპირ მითხრეს, „ევროპარლამენტში ხალხი რომ ზის, რომელზეც პრემიერ–მინისტრი ამბობდა, „კორუმპირებულები არიანო“, ზოგიერთო მათგანი ამა თუ იმ ქვეყნის ყოფილი მინისტრია და ასე ხელაღებით რომ ლანძღავ ხალხს, ის ქვეყანა მხარს რატომ დაგიჭერსო“. „ანტიდასავლური კამპანია ხომ პრობლემაა, პლუს, ქვეყნებს აყენებენ შეურაცხყოფას და ვიცით უკვე განწყობა, რომ ის ქვეყნები არ დაგიჭერენ მხარსო“. „ადრე ევროკავშირში არსებობდნენ ქვეყნები, რომლებიც მუდმივი ლობისტები იყვნენ საქართველოსი – პოლონეთი, ბალტიისპირების და სკანდინავიის ქვეყნები“. მაგალითად მოიყვანეს, რომ „ინიციატივა გვქონდა უკრაინასთან დაკავშირებით, გვინდოდა ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება და რუმინეთი წამოხტა ეგრევე, „მოლდოვისთვის გვინდა იგივეო“ და ერთი ქვეყანა არ იყო, საქართველოზე რამე ეთქვა, მსგავსი რამ არ გვახსოვსო – რამდენიმე ქვეყანა იწყებდა საქართველოთი და შემდეგ გადადიოდნენ უკრაინა–მოლდოვაზეო. აღარ გყავთ ლობისტები. ვინც იყვნენ ტრადიციული დამცველები საქართველოსი, ყველასთან გაიფუჭეს ურთიერთობაო“ – „ოცნებაზეა“ ლაპარაკი.
  • მესამე – არიან ქვეყნები (არ დაუსახელებიათ კონკრეტულად), რომელთათვისაც ნაკლებად მნიშვნელოვანია 12 პუნქტი, ამ ანტიდასავლურ პროპაგანდასაც გადაყლაპავენ, მაგრამ უკრაინასთან მიმართებაში პოზიციონირება მნიშვნელოვანია. ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რიგი ქვეყნები ამბობენ, რომ „არ არის ცხადი, საქართველო სად დგას და ვიდრე სიცხადე არ იქნება, არ იქნება წინსვლა სტატუსზეო“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S