კობახიძე: "არ მიყვარს ძველბიჭური განცხადებები, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ საკუთარ დედაზე შეიწერა"

24-03-2023 18:35:05 ციტატა

„სამარცხვინოდ მოუწია გაქცევა პარლამენტის შენობიდან. სათანადო პასუხი მიიღო იმ სამარცხვინო განცხადებაზე, რომელიც გააკეთა. ყველამ იცის, ვინც საქმეშია ჩახედული, მან „ნაციონალობისთვის“ აიღო 100 000 დოლარი. 100 000 დოლარად როცა ხდები, ამაზე დიდი სირცხვილი არ არსებობს. ცემაზე არაფერი ვიცი, მე ვიცი, რომ სამარცხვინოდ გაიქცა პარლამენტის შენობიდან და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ადამიანი არის მორალური ფსკერი, ვერ იშოვა მილიონი, მაგრამ იშოვა 100 000 დოლარი, განაცდა 100 000 დოლარად. არ მიყვარს ძველბიჭური განცხადებები, მაგრამ შეიწერა საკუთარ დედაზე გუბაზ სანიკიძემ, უარყოფა უნდოდა 100 000 დოლარის. 100 000 დოლარად განაცდა და მერე საკუთარ დედასაც არ სცა პატივი. ესაა გუბაზ სანიკიძის სახე, ასეთი ადამიანები პარლამენტიდან ასეთი ფორმით უნდა გადიოდნენ – ესაა გაქცევა. ასეთი განცხადებების შემდეგ მათ პარლამენტიდან სამარცხვინო გაქცევა უნდა უწევდეთ და დღეს პარლამენტის შენობიდან სამარცხვინოდ გაქცევა მოუწია. ფიზიკური დაპირისპირება არ ვიცი, რაც ვნახე, ის არ ჩანს. მე ვნახე, რომ სამარცხვინოდ გაიქცა. ყველა „ნაცი“, რომელიც 100 000 დოლარად განაცდება, ასე უნდა გარბოდეს საქართველოს პარლამენტის შენობიდან“, – ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მას შემდეგ განაცხადა, რაც სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები