პუტინი სომხეთში ჩასვლის შემთხვევაშიც უნდა დააკავონ – ერევანმა რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა

24-03-2023 19:31:56 კავკასია

სომხეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ვალდებულებების რატიფიცირება მოახდინა.

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტში გაწერილი ვალდებულებები სომხეთის კონსტიტუციას სრულად შეესაბამება.

მანამდე, რომის წესდების რატიფიცირება სომხეთის პარლამენტმა მოახდინა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ახლა ძალაში შევიდა.

როგორც სომხური მედია წერს, მთავრობამ რომის წესდების ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის ბოლოს მიმართა. სომხური მედიის ცნობით, მიმართვა დაკავშირებული იყო სომხეთის მთავრობის სურვილთან, სავარაუდო სამხედრო დანაშაულებთან მიმართებით აზერბაიჯანის პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინა.

ამიერიდან, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთს თუ ეწვევა, ის შეიძლება, დააკავონ, რადგან 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შესაბამისი განკარგულება გასცა.

იხილეთ ასევე: „ეს პირველი ნაბიჯია“: ისტორიული ორდერის სამართლებრივ–პოლიტიკური ასპექტები

ახალი ამბები

სხვა სიახლეები