
"იოსელიანი ეტყობა იმ პირობით დანიშნეს "ქოცებმა", რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს უბრალოდ კი არ გაანეიტრალებდა, არამედ რაღაც კანტორად აქცევდა"
03/04/2023 13:05:44 ციტატა
"ლევან იოსელიანი ეტყობა იმ პირობით დანიშნეს ქოცებმა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს უბრალოდ კი არ გაანეიტრალებდა, არამედ რაღაც კანტორად აქცევდა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა მისი პარტიის თავმჯდომარის ნათესავი, სულ რომ ნობელის პრიზის ლაურეატი იყოს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, მაინც სამარცხვინო ამბავია მისი მოადგილედ დანიშვნა. თავისუფლად შეეძლო პირიქით, არასამთავრობო სექტორის ნდობით აღჭურვილი პირი დაენიშნა და ამით მის მიმართ უნდობლობის პრობლემა შეემსუბუქებინა", –ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
ამავე თემაზე: ომბუდსმენის ახალი მოადგილე ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია.