Accentnews.ge
ენგურჰესს ავსტრიელი სპეციალისტები ეწვივნენ

ენგურჰესს ავსტრიელი სპეციალისტები ეწვივნენ

04/04/2023 11:19:39 კონფლიქტები

ავსტრიული კომპანია Verbund-ის წარმომადგენლებმა ენგურჰესის კომპლექსი მოინახულეს. სპეციალისტები სადგურზე ციფრული მართვის დანერგვაში მონაწილეობენ, - იუწყება აფხაზური მედია.

მისივე ინფორმაციით, Verbund-ის წარმომადგენლებმა ენგურჰესის კაშხალი მოინახულეს და ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მდებარე ობიექტების მუშაობას გაეცნენ.

ტენდერი, რომელიც ჰიდროელექტროსადგურზე ციფრული მართვის დანერგვას ითვალისწინებდა, 2022 წლის დეკემბერში გამოცხადდა. გაიმარჯვა ქართულმა კომპანიამ UGT, რომლის სუბკონტრაქტორს ავსტრიული Verbund-ი წარმოადგენს.

მედიის ცნობით, სადგურზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ, ელექტროენერგიის გენერაციის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S