Accentnews.ge
„თითქოს დასრულებულია ძიებაო“: რა ხდება 12 წლის გოგოს გარდაცვალების ბურუსით მოცულ საქმეში

„თითქოს დასრულებულია ძიებაო“: რა ხდება 12 წლის გოგოს გარდაცვალების ბურუსით მოცულ საქმეში

05/04/2023 13:44:47 სამართალი, საზოგადოება

დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეში ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ ჩაერთო, რომელიც მოზარდის ოჯახის ინტერესებს დაიცავს. როგორც ირკვევა, შემთხვევის ადგილზე დათვალიერების მიზნით მისულ იურისტებს, ადგილი სადაც, ბავშვის ცხედარი 17 მარტს აღმოაჩინეს, განადგურებული დაუხვდათ. შემთხვევის ადგილი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ზოგადად სისხლის სამართლის სამართლის საქმეში.

ამასთან, მართალია, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა როგორც ოჯახის ადვოკატი ამბობს, გამოძიება მთავარ ვერსიად უბედურ შემთხვევას განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ საქმის კვალიფიკაცია შეცვლილი არ არის.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, ადვოკატი ელისო რუხაძე ამბობს, რომ ტერიტორია კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებს ჰქონდათ გაკაფული, „ძიება დასრულებული არისო“.

„გუშინ რიგი სამართლებრივი მიმართვები გავამზადეთ, მივმართეთ პროკურატურას, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ დედა, რომელმაც საქმის მასალები ოფიციალურად არ იცის და ადვოკატები საქმის ირგვლივ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ. დილით დავგეგმეთ ადვოკატებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და იმ ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ჩვენი თვალით ნახვა, სადაც მოხდა გვამის, ტელეფონის პოვნა. ძალიან მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილი, როდესაც საქმე ეხება განზრახ მკვლელობის მუხლს და როდესაც ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული გამოძიება. ჩვენ შემთხვევის ადგილზე დაგვხვდა მერიის კეთილმოწყობის სამსახური (20–30 ადამიანი). შემთხვევის ადგილი იყო სრულიად გაკაფული. ერთ–ერთმა წარმომადგენელმა გვითხრა, რომ გამოძიებისგან მათ არ ჰქონდა აკრძალვა და ჰქონდა თანხმობა. მათი განმარტებით, თითქოს დასრულებულია გამოძიება. ისინი ასუფთავებდნენ გაკაფულ ხეებს. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხე, რომლის ქვეშაც იყო გვამი პრაქტიკულად, გადამალული, როგორც დედ–მამა აცხადებს. ჩემთვის, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის დათვალიერება – იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების წინაშე იქნება პრეტენზიები, ერთ–ერთი მთავარი მტკიცებულება არის შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შესაბამისად, დაზარალებულ მხარეს გვსურდა დათვალიერება და ვიდეოგადაღების წარმოება“,– ყველა ადვოკატი ელისო რუხაძე.

რაც შეეხება გამოძიების ვერსიას, ადვოკატის თქმით, საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით, თუმცა იურისტების ჩართვამდე საგამოძიებო უწყებასთან ოჯახის კომუნიკაციით გაირკვა, რომ მთავარი ვერსია ჯერ–ჯერობით უბედური შემთხვევა, რასაც ოჯახი კატეგორიულად არ იზიარებს:

„გარდაცვლილ მოზარდს სახეზე აქვს რიგი სისხლჩაქცევები, მცირედი დაზიანებები და ექსკორაციები, ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილში და მჯერა, რომ ეს ასახული იქნება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული. ოჯახი ძალადობის კვალს ხედავს და ამბობს, რომ ეს არის განზრახ მკვლელობა და ოჯახისთვის აბსოლუტურად რთულია იმ აზრთან შეგუება, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და არა განზრახ მკვლელობა“.

„გარდაცვლილ მოზარდს სახეზე აქვს რიგი სისხლჩაქცევები, მცირედი დაზიანებები და ექსკორიაციები, ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილში და მჯერა, რომ ეს ასახული იქნება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული. ოჯახი ძალადობის კვალს ხედავს და ამბობს, რომ ეს არის განზრახ მკვლელობა და ოჯახისთვის აბსოლუტურად რთულია იმ აზრთან შეგუება, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და არა განზრახ მკვლელობა“.

მოზარდს ოჯახი 16 მარტის საღამოდან ეძებდა. ის პეტრიწის ქუჩიდან გაუჩინარდა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში, საქანელაზე შენიშნეს. 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ ცხედარი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბნელ ადგილზე იპოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S