
აფხაზეთის ახალმა "ელჩმა" პუტინს რწმუნებათა სიგელები გადასცა
05/04/2023 18:01:42 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ახალმა დე ფაქტო ელჩმა ალხას კვიცინიამ პრეზიდენტ პუტინს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ცერემონიაზე, რომელიც კრემლის დიდი სასახლის ალექსანდრეს დარბაზში გაიმართა, პუტინმა აფხაზეთი "სტრატეგიულ მოკავშირედ" და "უახლოეს მეზობლად" მოიხსენია.
"წელს მნიშვნელოვან თარიღს - რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და "მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების" გაფორმების მე-15 წლისთავს აღვნიშნავთ. რუსეთი გააგრძელებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით", – განაცხადა ცერემონიაზე პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ რწმუნებათა სიგელები "ელჩმა" რუსეთის პრეზიდენტს დე ფაქტო საგარეო უწყების მიერ საგანგებოდ მომზადებულ უნიფორმაში გადასცა, რომელიც, როგორც "სამინისტროში" აცხადებენ, აფხაზურ ეროვნულ ელემენტებს შეიცავს: