Accentnews.ge
აფხაზეთში ერის სულიერ სიმბოლოდ მიჩნეული 1,5-საუკუნოვანი ცაცხვი დააზიანეს

აფხაზეთში ერის სულიერ სიმბოლოდ მიჩნეული 1,5-საუკუნოვანი ცაცხვი დააზიანეს

07/04/2023 07:08:55 კონფლიქტები

ვანდალიზმის აქტმა აფხაზეთი შეძრა: დაუდგენელმა პირებმა ბენზოხერხით დააზიანეს ლიხნის ველზე მდგომი ხე, რომელიც აფხაზი ხალხის სულიერ სომბოლოდ ითვლება.

1,5-საუკუნოვან კავკასიურ ცაცხვთან ერის რჩეული წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში იკრიბებოდნენ აფხაზეთისთვის საბედისწერო გადაწყვეტიებების მისაღებად. მათ ვერდიქტს დღემდე მეტი ძალა აქვს, ვიდრე ნებისმიერი დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტლებებს.

ხე წრიულად მთელს პერიმეტრზეა დაზიანებული და როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ნაკლებ სავარაუდოა, გადარჩეს.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ვანდალიზმის აქტი მკაცრად დაგმო და სამართალდამცველებს მომხდარის უსწრაფესად გამოძიება დაავალა.

ამჟამად გუდაუთის მილიციის თანამშრომლები ბოროტმოქმედთა დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S