Accentnews.ge
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი გახსნა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი გახსნა

10/04/2023 08:11:21 კონფლიქტები

დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან გასული კვირის ბოლოს ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი გახსნა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მოქალაქეებს ორმხრივად გადაადგილება ისევ შეუძლიათ ორივე ე.წ. გამშვები პუნქტით.

„საერთოდ, დილით 8 საათზე იხსნება ხიდი და უკვე ამ დროიდან იყო ხალხის რიგი. ყველას ზუგდიდში უნდოდა წასვლა, მაგრამ 10 საათამდე გვალოდინეს. მგონია, რომ ბრძანებას ელოდებოდნენ. თვითონაც არ იცოდნენ რა ექნათ. გასული დღეები, შაბათი-კვირა დაემთხვა და არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა გადაწყვეტილება ჰქონდა „მთავრობას“. როგორც კი დაურეკეს, მოგვცეს წასვლის უფლება“, - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" გალის ოკუპირებული რაიონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ე.წ. საზღვარი ენგურის ხიდის გავლით გადმოკვეთა.

საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნას ადასტურებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დე ფაქტო. საზღვრის გადაკვეთა 7 აპრილს, დილიდან შეზღუდა. საბერიო-ფახულანის „გამშვები პუნქტის“ გავლით მიმოსვლა ორივე მხრიდან აიკრძალა, ენგურის ხიდის გავლით კი, გადაადგილება შეეძლოთ მხოლოდ მათ, ვინც სამეგრელოს რეგიონიდან ბრუნდებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაწყვეტილების მიზეზი არავის განუმარტავს.

კრემლის მიერ კონტროლირებული მედიით 7 აპრილს გავრცელდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის განმარტება, რომ მიზეზი „საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციაა“. კონკრეტულად რა იგულისხმებოდა, ამ შეტყობინებიდან არ ჩანდა. გალის ოკუპირებული რაიონის მცხოვრებთა ნაწილმა აკრძალვა დაუკავშირა თბილისში 9 აპრილის საპროტესტო აქციას.

8 აპრილს გამოქვეყნდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადება, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში, 9 აპრილს დანიშნულ აქციაში მონაწილეობისთვის მასობრივად ხდება აფხაზეთიდან ე.წ. დევნილების და გალის რაიონის მცხოვრებთა ჩართვა, ამიტომ, 7 აპრილიდან მიმოსვლა შეიზღუდა, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დესტრუქციულ პროცესებში აფხაზეთის მცხოვრებთა მონაწილეობა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S