Accentnews.ge
მუსიკოსები და მსახიობები – პრეზიდენტმა გადადგას ევროპული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია

მუსიკოსები და მსახიობები – პრეზიდენტმა გადადგას ევროპული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია

10/04/2023 08:52:04 სამართალი, საზოგადოება

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" დღეს ხელოვანები შეუერთდნენ. ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შეიწყალოს გვარამია.

"დღეს ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნას და შესაბამისად ამ მოძრაობას უერთდებიან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, მომღერლები, მსახიობები, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა, ვინაიდან მათი სიტყვა და მათი პოზიცია ძალია მნიშვნელოვანია ამ ძალიან რთულ გზაზე", - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩანა შენგელიამ.

განცხადება გააკეთა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის გარეთაც საშიშია და ციხეშიც". მან პრეზიდენტს მოუწოდა, "ნაკლები ილაპარაკოს და მეტი საქმე გააკეთოს - შეიწყალოს ნიკა გვარამია":

"ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოუნახა ადგილი ამ ადამიანს, გარეთ არის მისთვის პრობლემაა, ციხეშია, იგივე პრობლემაა. ასე რომ, ჩემი რჩევა იქნება მისდამი და მთელი "ქართული ოცნებისადმი", რომ ბატონებო თქვენი სისტემა დალპა, ხომ ხედავთ თქვენ მოსამართლეებს არ ენდობიან არც საქართველოში არც საზღვარგარეთ. გადადგით სწორი ნაბიჯი და დროზე გამოუშვით ნიკა, ის ისეთივეა ზუსტად თქვენთვის, გინდ ციხეში მჯდარა, გინდ გარეთ, თქვენთვის არის საშიშროება, ყველა ვარიანტში. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ნაკლები ილაპარაკოს და მეტი საქმე გააკეთოს, მაგისთვის გვყავს ჩვენ დღეს მაგ თანამდებობაზე".

მოძრაობას უერთდებიან თამრიკო ჭოხონელიძე, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, გიორგი უშიკიშვილი, ნინა სუბლატი, ლექს-სენი, ეკა დემეტრაძე, ნანკა კალატოზიშვილი, პაპუნა შარიქაძე და სხვები.

"ძალიან კონკრეტული ვიქნები, მე მინდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მივმართო, გადადგას ევროპული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენ ქვეყანას", - თქვა ლელა წურწუმიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2022 წლის 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი, რომლის თანახმად, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 2022 წლის 9 ივნისს მიიღეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S