Accentnews.ge
მედვედჩუკის ცოლი ძებნაში გამოაცხადეს

მედვედჩუკის ცოლი ძებნაში გამოაცხადეს

11/04/2023 20:28:44 ევროპა

კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ბიზნესმენის და დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის ნათლულის ცოლი ოქსანა მარჩენკო ძებნაში გამოცხადდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ის გამოძიებას მიემალა მიმდინარე წლის 24 მარტიდან.

23 თებერვალს სასამართლომ დააყადაღა მედვედჩუკის მეუღლის ქონება, რომელიც ეჭვმიტანილია რუსული საოკუპაციო ჯგუფების დაფინანსებაში. ჯამში საუბარია 5,6 მილიარდ გრივნაზე.

მედვედჩუკი უკრაინაში გასულ წელს დააკავეს, შემდეგ რუსეთს გადასცეს და გაათავისუფლეს „აზოვის“ მებრძოლები. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა მედვედჩუკს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

იხილეთ ასევე: თურქული მედია "აზოვის" მებრძოლებისა და მედვედჩუკის გაცვლის დეტალებს ასაჯაროებს: "მოთხოვნა რუსებისგან მოვიდა"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S