Accentnews.ge
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა სააღდგომოდ "საზღვარს" გახსნის

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა სააღდგომოდ "საზღვარს" გახსნის

13/04/2023 10:29:45 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ჯავის და ახალგორის რაიონების მცხოვრებთ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სააღდგომოდ გაუხსნის. შესაბამისი გადაწყვეტილება ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

"პერევის და რაზდახანის გამშვები პუნქტები 14 აპრილს დილის 8 საათზე გაიხსნება და 18 აპრილს საღამოს 8 საათზე დაიკეტება. გადაწყვეტილება მიღებულია ჯავის და ლენინგორის რაიონებში მცოვრები მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე", – აცხადებს დე ფაქტო უწყება.

აღდგომის დღესასწაულისთვის, რომელიც 16 აპრილს აღინიშნება, მოქალაქეების თავისუფლად მიმოსვლის საკითხი თბილისის სამთავრობო დელეგაციამ მარტში დააყენა ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S