Accentnews.ge
"ვაგნერი" ცხინვალში ჩადენილ მკვლელობას ამართლებს

"ვაგნერი" ცხინვალში ჩადენილ მკვლელობას ამართლებს

19/04/2023 07:42:28 კონფლიქტები

ცივილიზებული სამყაროს რიგი ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულმა რუსულმა კერძო გასამხედროებულმა დაჯგუფება "ვაგნერმა" მისი წევრის მიერ ორიოდ დღის წინ ცხინვალში ჩადენილი მკვლელობა გაამართლა.

პრიგოჟინის ორგანიზაციამ რეზონანსულ დანაშაულთან დაკავშირებით "ცნობა" გამოაქვეყნა", რომელშიც ბრალს მსხვერპლს სდებს, მკვლელს კი ამართლებს.

"ცნობაში", კერძოდ, ნათქვამია, რომ მსხვერპლი - 38 წლის შშმპ სოსლან ვალიევი, რომელიც "ხშირად იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, ინციდენტის დღესაც ნასვამი იყო, ქუჩაში გამომწვევად იქცეოდა, გამვლელებს შეურაცხყოფას აყენებდა და იგინებოდა".

"ვალიევი ლენინის ქუჩაზე მდგომ ერთ-ერთ ავტომანქანასთან მივიდა, მასში მყოფთ დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება და მუქარა, რის გამოც ამ უკანასკნელებმა იმ მომენტში ქუჩაზე შემთხვევით გამვლელ გიორგი სიუკაევს დახმარების თხოვნით მიმართეს. როგორც ჭეშმარიტ "ვაგნერელს" შეშვენის, სიუკაევმა მანქანაში მყოფი პირები დაიცვა. დაიწყო მასა და ვალიევს შორის კონფლიქტი, რომლის დროსაც სიუკაევმა ვალიევი რამდენჯერმე დანით დაჭრა. მიღებული ჭრილობების შედეგად ეს უკანასკნელი შემდგომში გარდაიცვალა" - ვკითხულობთ "ცნობაში".

ამასთან, "ვაგნერი" ირწმუნება, რომ მისი წარსულში ნასამართლები ყოფილი წევრების მიერ დანაშაულების ხელახლა ჩადენის მაჩვენებელი ძალზე დაბალია - 0,28-0,32 %, მაშინ, როცა "ვაგნერში" მსახურამდე 3,5-7% იყო.

"ვაგნერში" მსახური დანაშაულს 10-ჯერ და მეტჯერ ამცირებს" - ნათქვამია "ცნობაში".

"ვაგნერის" მიერ მის რიგებში უკრაინასთან საომრად პატიმრების აყვანის ფაქტი ფართოდაა ცნობილი. უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლის სანაცვლოდ ამ პირებს პატიმრობიდან ათავისუფლებენ.

ერთ-ერთი ასეთი "ვაგნერელია" სიუკაევიც, რომელიც ცხინვალში უკრაინის ომიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მალევე შშმპ ვალიევის მკვლელობა ჩაიდინა.

ამ ფაქტს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ფართო რეზონანსი მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S