
ბჟანია კვლავ მოსკოვში გაემგზავრა
19/04/2023 08:47:33 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია მორიგი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.
მისი პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციაში, მთავრობასა და უშიშროების საბჭოში.
დეტალები არ კონკრეტდება.
ბოლოს ბჟანია რუსეთს მიმდიარე წლის თებერვალში სტუმრობდა. იმავე პერიოდში იგი მინსკში გაემგზავრა და ბელარუს ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს შევდა.