Accentnews.ge
ოჯახი მოითხოვს, ლაზარე გრიგორიადისის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს

ოჯახი მოითხოვს, ლაზარე გრიგორიადისის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს

21/04/2023 08:47:20 სამართალი, საზოგადოება

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ გრიგორიადისის საქმე ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ განიხილოს.

ოჯახის ინფორმაციით, ამ მოთხოვნის შესასრულებლად პეტიციაა შექმნილი, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს დროში გახდება.

კერძოდ, პეტიციას ორი მოთხოვნა აქვს: 1. გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეებზე სასამართლო დავა მიმდინარეობს და მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ;

2. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე ლაზარე გრიგორიადისი გირაოთი გათავისუფლდეს.

როგორც ლაზარე გრიგორიადისის მამა აღნიშნავს, მისი შვილის გასაწირად ყველაფერი კეთდება და იმედი აქვს, რომ ნაფიც მსაჯულთა კოლეგია გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S