Accentnews.ge
"სასამართლო კლანის გარეშე" - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია იმართება

"სასამართლო კლანის გარეშე" - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია იმართება

21/04/2023 08:48:47 სამართალი, საზოგადოება

"ნაციონალური მოძრაობისა" და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქციას მართავენ მოთხოვნით, "გადადგეს სანქცირებული სასამართლო კლანი". აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მოსამართლეების ფოტოები.

"დასავლური მომავლისთვის მთავარი ბრძოლის ხაზი გადის სასამართლო ხელისუფლებასთან იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სანქცირება იყო პოლიტიკური მესიჯი. როდესაც სასამართლო კლანი გყავს, რომელიც პირდაპირ პოლიტიკურ დირექტივებს იღებს, ვერ გახდები დასავლური ოჯახის წევრი", - თქვა ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარლამენტში მოსამართლეთა საქმიანობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს ოპოზიციას, რისთვისაც საკითხის კენჭისყრაა საჭირო. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად უკვე სამჯერ არ დარეგისტრირდა, შედეგად ვერ შედგა კვორუმი. კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს (მინიმუმ 76 ადამიანს), რაც შეუძლებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S