Accentnews.ge
ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ - პეტიცია

ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ - პეტიცია

21/04/2023 09:35:47 სამართალი, საზოგადოება

დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და მარტიის აქციების საქმეზე კიდევ ერთმა ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა „თავისუფლების ინსტიტუტთან“ ერთად დღეს პეტიცია წარადგინეს. ისინი ითხოვენ, რომ ბრალდებული აქციის მონაწილეების სისხლის სამართლის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

„ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული და ამას ადასტურებს ლაზარეს წინააღმდეგ მიმდინარე ხელისუფლების უბინძურესი, შავრაზმული დემონიზების კამპანია, მისთვის მჯავრის დადებამდე.

სისხლის სამართლის დევნა ასევე მიმდინარეობს თორნიკე აკოფაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ორი წელი ქართულ ჯარში მსახურობდა, ათი თვე უკრაინაში იბრძოდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი 8 მარტის აქციაზე დააკავეს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეების ხელით მართულ სასამართლოს არ შესწევს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურ ზეწოლას და მეტიც, ლაზარესა და თორნიკეს უსამართლო დევნაში მას საკვანძო როლი აქვს.

იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ხელით საქართველოს 21 წლის მოქალაქეების სამაგალითოდ დასჯა თავიდან ავიცილოთ, ლაზარესა და თორნიეკს საქმე უნდა განიხილონ არა სანქცირებული სასამართლო კლანის მიერ შერჩეულმა, დანიშნულმა და მართულმა მოსამართლეებმა, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, “- ნათქამია პეტიციის ტექსტში.

ბრალდებულები და მათი ოჯახის წევრები მოითხოვენ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება გაფართოვდეს იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკეს აკოფაშილის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

„კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილითა და 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის, მათ შორის, არსებითი განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეზე, ლაზარე კი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე გათავისუფლდეს გირაოთი, “- ნათქვამია პეტიციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S