
ცხინვალი 17 აპრილს დაკავებული ქართველის გათავისუფლების შესახებ იუწყება
21/04/2023 12:39:53 კონფლიქტები
ცხინვალი 17 აპრილს დაკავებული საქართველოს მოქალაქის - დიმიტრი მამაგულაშვილის გათავისუფლების შესახებ იუწყება.
ოსური დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მკვიდრი "სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის" გამო დაჯარიმდა, რის შემდეგაც ქართულ მხარეს გადაეცა.
ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურშიც დაადასტურეს.
ცნობისთვის: ოსურ ციხეში საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე რჩება, მათ შორის - ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე.