Accentnews.ge
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

27/04/2023 07:32:01 კონფლიქტები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ქართული მხარე აცხადებს, ერთ–ერთი მთავარი საკითხი საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე მსჯელობა იქნება. დღევანდელ შეხვედრაზე, მათ შორის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისთან 21 აპრილს მომხდარ ინციდენტსაც განიხილავენ, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქეების გატაცება სცადეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნაცემი მამაკაცი მკურნალობას ქარელის საავადმყოფოში გადიოდა.

„უაღრესად მკაცრი ვიქნებით ჭვრინისში მომხდარი ფაქტის შეფასებისას. ესაა დაუშვებელი. ესაა უკანონო დაკავების მცდელობა რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღო მოქალაქემ. ჩვენი პოზიცია იქნება უაღრესად მკაცრი. აუცილებელია ასეთი ქმედებები იქნას აღკვეთილი. მოვითხოვთ იდენტიფიცირებას ინციდენტში მონაწილე პირების. ის ფაქტი, რომ ეს არის პოლიციის ოპერატიული ქმედების დამსახურება. ოპერატიული ჯგუფი მყისიერად მივიდა ადგილზე და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეს ტერიტორია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი და მთავარი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება იქნება. ასევე შევეხებით საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ვიმსჯელებთ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე. ყურადღება გამახვილდება მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებაზე და ზოგადად გააქტიურებული იქნება ჰუმანიტარული საკითხები“, – განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ამ დროისათვის საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S