Accentnews.ge
ევროკავშირის ოფიციალური პირი – ღარიბაშვილისა და მიშელის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია დაგეგმილი არ ყოფილა

ევროკავშირის ოფიციალური პირი – ღარიბაშვილისა და მიშელის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია დაგეგმილი არ ყოფილა

27/04/2023 08:07:54 პოლიტიკა

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, 25 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში ერთობლივი პრეს–კონფერენცია დაგეგმილი არ ყოფილა.

ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა,

"საქართველოს პრემიერისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის გამართვა დაგეგმილი არ ყოფილა", – განუცხადა " აქცენტს" ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის: 25 აპრილს რიგმა ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაიშალა.

გავრცელებულ ცნობას იმ დღესვე გამოეხმაურა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი. მისი განმარტებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთობლივი განცხადებები არც პროგრამით იყო გათვალისწინებული და არც ანონსში იყო აღნიშნული. გიორგობიანის შეფასებით, "ამ დეზინფორმაციის მიზანი პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტის გადაფარვის მცდელობაა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ბრიუსელში 25 აპრილს გაიმართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ასევე შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლე კომენტარი დაწერეს ღარიბაშვილმა და მიშელმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S