
თავდაცვის მინისტრი – საქართველო არმონაწილეობაზე "Defender 23"-ში: "ამაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს"
02/05/2023 09:06:41 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ "ვერავინ უნდა ხედავდეს პრობლემას" იმაში, რომ წელს საქართველო "Defender 23"-ში არ მონაწილეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქართული შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განუცხადა.
მისი თქმით, „კონკრეტული სწავლება შეიძლება, იყოს ხარჯებთან დაკავშირებული“.
„ჩვენ წელს ვმონაწილეობთ 20 საერთაშორისო სწავლებაში. კონკრეტული სწავლება შეიძლება, იყოს ხარჯებთან დაკავშირებული და ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენი სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას საქართველოში. ასევე, რეკორდულად მაღალი ციფრებია ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, ამით სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს. შეიძლება, კონკრეტული სწავლება იყოს სხვადასხვა ლოგისტიკურ ხარჯთან, სხვადასხვა სირთულესთან დაკავშირებული. ჩვენ ეს და ამაში პრობლემას ვერავინ ვერ უნდა ხედავდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
ამავე თემაზე: რატომ გადაიფიქრა საქართველომ NATO-ს მასშტაბურ წვრთნებში მონაწილეობა