Accentnews.ge
აქუბარდია – "Defender 23"–ის შესახებ: "საქართველოს არმონაწილეობა პირდაპირ ძღვენია კრემლისთვის"

აქუბარდია – "Defender 23"–ის შესახებ: "საქართველოს არმონაწილეობა პირდაპირ ძღვენია კრემლისთვის"

02/05/2023 10:02:41 პოლიტიკა, თავდაცვა

პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ საქართველომ მრავალეროვნულ სწავლება "Defender 23"–ში არმონაწილეობით რუსეთს ერთგვარი ძღვენი მიართვა.

დეპუტატის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სწავლებაში საქართველოს არ მონაწილეობა ლოგისტიკური ხარჯებით ახსნა, რაც სიცრუეა.

მისი თქმით, „30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალებს 32 წელი შეუსრულდა და თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვის ძალების დღეს კრემლს გაუგონარი საჩუქარი მიართვა“.

დეპუტატის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სწავლებაში საქართველოს არ მონაწილეობა ლოგისტიკური ხარჯებით ახსნა, რაც სიცრუეა.

„ნატო-ს სწავლებაში, სადაც საქართველო წლებია მონაწილეობს, მთავარი იდეაა რუსეთის აგრესიის შეკავებაზე ფოკუსირება და შეერთებულ შტატებთან, ნატო–სთან და მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად სამხედრო სწავლებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. რუსეთი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ამ სამხედრო სწავლებას და გამოხატავდა კიდეც თავის უკმაყოფილებას და ამ მოცემულობაში საქართველოს არ მონაწილეობა პირდაპირ ძღვენია კრემლისთვის და დამაზიანებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის. წლების განმავლობაში საქართველო მონაწილეობს აღნიშნულ სწავლებებში და ორი წლის წინ უმასპინძლა კიდეც სამხედრო სწავლებას. როგორც წესი, სამხედრო სწავლებებში მონაწილეობა ჩვენი პარტნიორების მიერ იყო უზრუნველყოფილი როგორც ლოგისტიკურად, ასევე სხვა ხარჯებით. სამხედრო სწავლებაში არ მონაწილეობა არის მკაფიო სიგნალი ნატოსგან დისტანცირების, დასავლეთისგან დისტანცირების და იმის, რომ საქართველოსთვის აღარ არის დეკლარირებული ეროვნული ინტერესი ნატო-ში გაწევრიანება ისევე, როგორც ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ "ვერავინ უნდა ხედავდეს პრობლემას" იმაში, რომ წელს საქართველო "Defender 23"-ში არ მონაწილეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქართული შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განუცხადა.

მისი თქმით, „კონკრეტული სწავლება შეიძლება, იყოს ხარჯებთან დაკავშირებული“.

„ჩვენ წელს ვმონაწილეობთ 20 საერთაშორისო სწავლებაში. კონკრეტული სწავლება შეიძლება, იყოს ხარჯებთან დაკავშირებული და ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენი სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას საქართველოში. ასევე, რეკორდულად მაღალი ციფრებია ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, ამით სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს. შეიძლება, კონკრეტული სწავლება იყოს სხვადასხვა ლოგისტიკურ ხარჯთან, სხვადასხვა სირთულესთან დაკავშირებული. ჩვენ ეს და ამაში პრობლემას ვერავინ ვერ უნდა ხედავდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

ამავე თემაზე: რატომ გადაიფიქრა საქართველომ NATO-ს მასშტაბურ წვრთნებში მონაწილეობა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S