
ტელედებატები ოსურად: დე ფაქტო დეპუტატობის კონკურენტ კანდიდატებს ერთმანეთის მიმართ კითხვები არ აღმოაჩნდათ
23/05/2019 08:27:30 კონფლიქტები
სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” ოსური სეგმენტის წარმომადგენლები მეორე დღეა, აქილიკებენ დე ფაქტო პარლამენტის VII მოწვევის დეპუტატობის კანდიდატებს, რომლებმაც ტელედებატებში მიიღეს მონაწილეობა.
ერთ-ერთი კანდიდატი დებატებზე საერთოდ არ გამოცხადდა.
ქილიკის საგნად იქცა თავად დებატების ფორმატიც, კერძოდ, კითხვები, რომლებიც კანდიდატებს წამყვანებმა დაუსვეს.
განსაკუთრებით ახალისებთ სოცქსელის მომხმარებლებს ის ფაქტები, რომ კონკურენტ კანდიდატებს ერთმანეთის მიმართ კითხვები არ აღმოაჩნდათ და რომ დებატებისთვის განსაზღვრული 1 საათის ნაცვლად, მათთვის დროის ნახევარიც საკმარისი აღმოჩნდა: უკვე 30 წუთში კანდიდატებმა დებატების დასრულების სურვილი გამოთქვეს.