Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო პლაკატების გამო 8 ახალგაზრდა დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო პლაკატების გამო 8 ახალგაზრდა დააკავეს

04/05/2023 12:50:13 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს საინიციატივო ჯგუფის „ҲАРАҲПИЦУНДА“ -ს ("ჩვენი პიცუნდა") აქტივისტები სოხუმში საპროტესტო პლაკატები გამოფინის გამო დააკავეს.

ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, "აქტივისტები დილით სოხუმის პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ, სადაც ახსნა-განმარტების დასაწერად დაიბარეს".

"სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს. დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ აქტივისტები გაათავისუფლეს. მათ წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა ემუქრებათ", – იუწყება „ნუჟნაია გაზეტა".

მანამდე აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ისინი "აპარტამენტების შესახებ ანტიაფხაზურ კანონს ეწინააღმდეგებიან, ისტორიული ცენტრებში უკანონო განაშენიანებას, ენერგოსისტემის მიზანმიმართულ ნგრევას".

„ვიცით, რომ ისევ ოპოზიციას, დასავლეთს მიგვაწერენ, შეეცდებიან იარლიყების მოწებებასს, დისკრედიტაციას. ჩვენ ზეწოლას, და შესაძლო პროვოკაციას წავაწყდებით. მაგრამ ჩვენ მზად ვართ. ჩვენ მხოლოდ ერთ მიზანი გვაქვს თავისუფალი და დამოუკიდებელი აფხაზეთი“, - აცხადებენ ისინი.

საპროტესტო პლაკატებზე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი „პრეზიდენტის“ ვლადისლავ არძინბას, მწერლის ფაზილ ისკანდერის და მოქმედი დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას ციტატები („აფხაზეთში მიწის გაყიდვის რაიმე ფორმაზე საუბარი არ შეიძლება") ეწერა. ასევე ახალგაზრდული მოძრაობის მოთხოვნები და ლოზუნგები (”ჩვენ ქვეყანა კაზინოში არ წაგვიგია, შეწყვიტეთ ფასდაუდებელი მიწების გასხვისება”; და სხვა.

მანამდე საინიციატივო ჯგუფმა ‘ҲАРАҲПИЦУНДА“ -მა რუსეთსადმი ბიჭვინთის ტერიტორიიის გადაცემის შესახებ შეთანმხების რატიფიცირების საწინააღმდეგო აქციაც მოაწყო.

ფე ფაქტო შინგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე 6 გოგო და 2 ბიჭი დააკავეს. განყოფილებაში „პროფილაქტიკური საუბრის“ შემდეგ გოგოები გაათავისუფლება ბიჭების მიმართ კი საქმე ხულგნობის მუხლით აღიძრა. "დაკავებულებმა ადვოკატის გარეშე შესაბამის ოქმეზე ხელმოწერაზე უარი განაცხადეს. საქმეში ადვოკატების ჩართვის შემდეც ორი ახალგაზრდაც სახლი გაუშვეს“,- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S