
ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა მისი ლიკვიდაციის შესახებ მუქარაზე
04/05/2023 13:10:19 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მუქარა მის „ფიზიკური ჩამოცილების“ თაობაზე არაა საინტერესო და სჯობს, რუსებმა იფიქრონ, როგორ შეცვალონ პოლიტიკური რეჟიმი საკუთარ ქვეყანაში, რათა ომი დასრულდეს.
"ეს არ არის საინტერესო თემა [მოწოდებები მკვლელობისკენ - რედ.]. ასეთ ადამიანებთან ჩვენ არაფერზე ვისაუბრებთ. ვფიქრობ, მათ [რუსებმა] უნდა იფიქრონ, როგორ შეცვალონ პოლიტიკური კლიმატი საკუთარ ქვეყანაში და ამის შემდეგ შეძლებენ, მოამზადონ თავიანთი საზოგადოება ნებისმიერი დიპლომატიური შესაძლებლობისთვის ამ ომის დასასრულებლად“,– თქვა ზელენსკიმ ბრიფინგზე.
ამასთან, მისი თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, რომ რომ ბრძოლის ველზე „დემოტივირებული ქვეყანაა“.
"ჩვენ ვერ ვხედავთ ძლიერ არმიას ბრძოლის ველზე, ჩვენ ვერ ვხედავთ ძლიერ საზოგადოებას, რომელიც მხარს დაუჭერს მათ წინსვლას. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც იქ რაღაც ბირთვულს აფრიალებენ და ითხოვენ რაღაცის გაკეთებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", – თქვა პრეზიდენტმა.