
ფაშინიანი მომავალ კვირას მოსკოვს ეწვევა
05/05/2023 10:07:06 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვს მომავალ კვირას ეწვევა. ამის შესახებ მან პრაღის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცენტრში გამოსვლისას განაცხადა.
„დარწმუნებით მხოლოდ ის შემიძლია, ვთქვა, რომ მომავალ კვირას მოსკოვში წავალ“, - თქვა ფაშინიანმა კითხვის საპასუხოდ, თუ რა შეიძლება მოხდეს, მისი აზრით, ერთ თვეში უკრაინასთან დაკავშირებით.
რა დღის წესრიგით მიემგზავრება მოსკოვში და რა შეხვედრებია დაგეგმილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
იხილეთ ასევე: სომხეთ–აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში მიღწეული პროგრესის ფონზე მოსკოვი საკუთარ როლზე აქცენტირებს