Accentnews.ge
ერევანი ანკარასთან დაძაბულობის შემცირებას ცდილობს

ერევანი ანკარასთან დაძაბულობის შემცირებას ცდილობს

05/05/2023 12:13:30 კავკასია

სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა დღეს ანკარაში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ნემესისის ძეგლი ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიდგა.

„ვწუხვარ, რომ ძეგლის დამონტაჟებამ თურქეთში ასეთი რეაქცია გამოიწვია. გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში მიიღეს და არ მინდა, ეს აქ სომხეთის საგარეო პოლიტიკის გამოვლინებად ან არამეზობლურ ნაბიჯად აღიქმებოდეს“, - განაცხადა სიმონიანმა და დასძინა, რომ სომხეთის სახელმწიფო საგარეო პოლიტიკა ხორციელდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ.

”თქვენ ბოლო თვეების განმავლობაში ამ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების მოწმენი ხართ,” - თქვა მან.

სომხეთის ეროვნული კრების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება ურთიერთობების გაუარესების მიზეზების პოვნა:

„მეც ათასი მიზეზის პოვნა შემეძლო, რათა თურქეთში არ ჩამოვსულიყავი, მაგრამ მე აქ ვარ იმისათვის, რომ ვუთხრა თურქ საზოგადოებას, სომხეთი მზადაა მშვიდობისა და ურთიერთობების ნორმალიზებისთვის წინაპირობების გარეშე“.

მანამდე ეს საკითხი ალენ სიმონიანმა თავის თურქ კოლეგასთან განიხილა.

ოფიციალურმა ანკარამ ცოტა ხნის წინ დახურა თურქეთის საჰაერო სივრცე სომხური ავიაკომპანიებისთვის და გადაწყვეტილება ახსნა "სომხეთის მხრიდან თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ პროვოკაციებით". ანკარამ მიუთითა ერევანში ოპერაცია "ნემესისის" მონაწილეთა ძეგლის დადგმაზე.

25 აპრილს ერევანში, რინგ პარკში ოპერაცია „ნემესისის“ მონაწილეებისადმი მიძღვნილი ძეგლი გაიხსნა. ამ ინიციატივის ავტორების იდეის მიხედვით, ძეგლმა უნდა გააცოცხლოს სომხების ხსოვნა, რომლებმაც შური იძიეს 1915 წელს სომეხთა გენოციდის ჩამდენ ახალგაზრდა თურქ ლიდერებზე და ბაქოში 1918 წელს სომხების ხოცვა-ჟლეტის ორგანიზატორებზე.

ერევანში ძეგლის დადგმა ოფიციალურმა ანკარამ და ბაქომ დაგმეს. აშშ–მა თურქეთის გადაწყვეტილებით თავისი იმედგაცრუება გამოხატა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S