Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს თავისუფლების 10 წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს თავისუფლების 10 წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს

05/05/2023 13:00:39 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძეს თავისუფლების 10 წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯა.

ე.წ. უშიშროების სამსახური ქრისტინე თაკალანძეს "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობას" ედავება.

25 წლის ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს გალის რაიონში დააკავეს.

2023 წლის იანვრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 4 მოქალაქე: გალის რაიონში ე.წ. აფხაზეთის დროშის გამოსახულებიანი ბანერის დაწვის მცდელობისთვის დაკავებული ირაკლი ბებუა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქრისტინე თაკალანძე, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გალის მცხოვრები ა.თ. და ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუმხელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S