Accentnews.ge
ოკუპირებულ ცხინვალში დრონების გამოყენება დროებით აკრძალეს

ოკუპირებულ ცხინვალში დრონების გამოყენება დროებით აკრძალეს

05/05/2023 18:24:49 კონფლიქტები

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება აკრძალეს.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში 7-დან 10 მაისამდე, ნებისმიერი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება იკრძალება". -წერია დე ფაქტო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებაში.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ძალოვან უწყებებს დაევალათ, უზრუნველყონ საჰაერო სივრცის კონტროლი და არსებული შესაძლებლობების გამოყენებით უპილოტო საფრენი აპარატების ფრენების აღკვეთა.

განიმარტა, რომ გადაწყვეტილება ნაციზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უკავშირდება. იგეგმება სამხედრო აღლუმის გამართვა.

დე ფაქტო ძალოვანი უწყებები სადღესასწაულო დღეებში საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

მანამდე ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯთან სამოქალაქო მოძრაობა, „ძალა ერთობაშია"-ს დრონი ჩამოაგდეს. მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას თქმით, დრონი ოკუპირებული ახმაჯის სამხედრო ბაზის თავზე დაფრინავდა და ჩამოგდებამდე "არაერთი საინტერესო ფოტოს გადაღება შეძლო".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S