
ტატო გრიგალაშვილი მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი
10/05/2023 18:59:04 საზოგადოება
ტატო გრიგალაშვილი მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 23 წლის ქართველი ძიუდოისტი დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ტატამიზე მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და ტიტული შეინარჩუნა.
დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატი 7 მაისს დაიწყო. უკვე გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა და ქალთა ოთხ-ოთხ წონით კატეგორიაში. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორო მედალია - ტატო გრიგალაშვილის ოქრო და გიორგი სარდალიშვილის (60 კგ) ბრინჯაო.
11 მაისს მამაკაცთა შორის 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები და საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ორი უძლიერესი ძიუდოისტი ჩაებმება: მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.