Accentnews.ge
ISW ბახმუტთან უკრაინის სამხედრო წარმატებას ადასტურებს

ISW ბახმუტთან უკრაინის სამხედრო წარმატებას ადასტურებს

11/05/2023 08:35:53 ევროპა

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში, ბახმუტის გარშემო წარმატებული შეზღუდული კონტრშეტევები განახორციელეს, იუწყება ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW).„9 და 10 მაისს გამოქვეყნებული კადრები აჩვენებს, რომ უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, წარმატებული შეზღუდული კონტრშეტევები განახორციელეს სოფელ ხრომოვოს ჩრდილოეთით (ბახმუტის დასავლეთით) და ბელაია გორას ჩრდილო-დასავლეთით (ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 14 კმ) და მცირე პროგრესს მიაღწიეს ამ ადგილებში”, - ნათქვამია ანგარიშში.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ რუსეთის არმიაში საბრძოლო შესაძლებლობების კუთხით ფართოდ გავრცელებული პრობლემები, რომელიც მწვავდება ბახმუტში დამღლელი თავდასხმებით, "სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ზღუდავს" რუსული ძალების უნარს, რეგიონში დაიცვან თავი უკრაინული კონტრშეტევებიდგან.

მანამდე, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის 72-ე ბრიგადის სამხედროებმა ბახმუტში სამი კვადრატული კილომეტრი დატოვეს და ფრონტის ხაზიდან გაიქცნენ.

10 მაისს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით მტერმა ზოგიერთ მონაკვეთზე 2 კილომეტრით უკან დაიხია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S