Accentnews.ge
"მთავარი არხი": "ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს არ განვიხილავთ"

"მთავარი არხი": "ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს არ განვიხილავთ"

12/05/2023 09:05:33 სამართალი, საზოგადოება

"მთავარი არხი" ტელეკომპნაიის ყოფილი ჟურნალისტის ლაშა ნაკაიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს არ განიხილავს.

ტელეარხის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლაშა ნაკაიძის საქმეზე 11 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას. “მთავარი არხის” ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე სასამართლომ გაამართლა გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებებში. ამავე დროს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობასა და მუქარაში და მიესაჯა ერთწლიანი პატიმრობა. “მთავარი არხი” რჩება თავდაპირველ პოზიციაზე, რომელიც გაჟღერდა ლაშას დაკავებისთანავე - ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავს ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიხელმძღვანელოთ ამ ეტაპზე არსებული განაჩენით".

“მთავარი არხის” დილის გადაცემის ყოფილი წამყვანი 2022 წლის აგვისტოში დააკავეს. გამოძიების ცნობით, 2022 წლის 15 აგვისტოს ბრალდებული გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით შურისძიების ნიადაგზე დაზარალებულს დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით მასზე ფიზიკურად იძალადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S