Accentnews.ge
ოკუპანტებმა ერგნეთის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპანტებმა ერგნეთის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

15/05/2023 13:40:34 კონფლიქტები

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი", ინციდენტის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს დაუყოვნებლივ ეცნობა. უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად ყველა არსებული მექანიზმი ამოქმედებულია. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“, – აცხადებენ სუს-ში.

გუშინ ოკუპანტებმა სოფელ ნიქოზთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S