Accentnews.ge
აფხაზური "პარლამენტის" ყოფილი წევრი თურქეთის პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს

აფხაზური "პარლამენტის" ყოფილი წევრი თურქეთის პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს

16/05/2023 00:30:18 კონფლიქტები, პოლიტიკა

აფხაზური "პარლამენტის" ყოფილი წევრი თალიხ ხვატიში (ოზჯანი) თურქეთის პარლამენტის წევრად აირჩიეს, - იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის პარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ასტამურ ლოგუა.

ხვატიშის კანდიდატურა თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის - ქემალ ქილიჩდაროლუს რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დიუზჯეს ოლქში წარადგინა, სადაც პარტიამ ჯამში ხმათა 22.63% დააგროვა და შედეგად თურქულ პარლამენტში ერთი დეპუტატის გაყვანა შეძლო. ოლქიდან კიდევ ორის გაყვანის უფლება მოქმედ პრეზიდენტ ერდოღანის პარტიამ მოიპოვა.

ცნობისთვის: ხვატიში აფხაზური "პარლამენტის" წევრი 2007 წლიდან იყო და "სახალხო კრებაში" რეპატრიანტებს წარმოადგენდა. სხდომებზე მას ყოველთვის გვერდში ჰყავდა თარჯიმანი, რომელიც რუსულ ენაზე გამომსვლელთა სიტყვებს აფხაზურად უთარგმნიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S