ჩერევატი: უკრაინული ძალები ბახმუტთან ერთ დღეში 1700 მეტრით დაწინაურდნენ

18-05-2023 17:22:10 ევროპა

უკრაინული ჯარები აგრძელებენ წინსვლას ქალაქ ბახმუტის ფლანგებზე, განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების წარმომადგენელმა სეგეი ჩერევატიმ უკრაინის ტელეთელონის ეთერში.

„ბრძოლების მსვლელობისას ჩვენი ქვედანაყოფები, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არანაირი უპირატესობა არ არსებობს პერსონალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის კუთხით, განაგრძეს წინსვლა ფლანგებზე. ამ დღეების განმავლობაში 150-დან 1700 მეტრამდე მანძილზე მოახერხეს გასვლა“, - განაცხადა მან.

ჩერევატის ცნობით, რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები ამ მიმართულებით დღეში 487-ჯერ დაბომბეს, 25 შეტაკება მოხდა.

ჩერევატის თქმით, უკრაინულ ჯარებს არ აქვთ რაოდენობრივი და ტექნიკური უპირატესობა, მაგრამ წინ მიიწევენ "მობილიზების, მოტივაციის, უკეთესი მომზადებისა და მუშაობის თითქმის სრულყოფილი სინქრონიზაციის წყალობით".

16 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო დღეებში ბახმუტის გარეუბანში დაახლოებით 20 კილომეტრი გაათავისუფლეს.

იხილეთ ასევე: „ხაფანგში შევიტყუეთ, აღარ ვართ თავდაცვაზე“: უკრაინის ყველაზე სისხლიანი ბრძოლა გარდატეხის მოლოდინს აძლიერებს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები