მალიარი: უკრაინული ძალები ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებენ

18-05-2023 22:32:01 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებენ და ცალკეულ მონაკვეთებზე წინ მიიწევენ,– ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი იტყობინება.

მისი თქმით, რუსებმა ბახმუტში საკუთარი რეზერვების დიდი ნაწილი გადაისროლეს და დაჯგუფება მნიშვნელოვნად გააძლიერეს. ამასთან, ხუთშაბათს მტრის ყველა იერიში მოიგერიეს.

მისივე თქმით, ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნებში მტერი ასევე შეტევას ცდილობდა, მაგრამ ყველა იერიში მოიგერიეს.

მალიარის განცხადებით, ცალკეულ მონაკვეთებზე უკრაინელმა სამხედროებმა ნახევარი კილომეტრით წაიწიეს წინ. ქალაქის სამხრეთ ნაწილში კი ცალკეულ მონაკვეთებზე უკრაინელებმა ერთი კილომეტრით წინ წაიწიეს.

მალიარის ცნობით, ბახმუტისა და შემოგარენის დაცვა სამხედრო ამოცანას ასრულებს და უკრაინა “გარკვეული დაგეგმილი ქმედებებისთვის” იგებს დროს.

იხილეთ ასევე: „ხაფანგში შევიტყუეთ, აღარ ვართ თავდაცვაზე“: უკრაინის ყველაზე სისხლიანი ბრძოლა გარდატეხის მოლოდინს აძლიერებს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები