Accentnews.ge
აეროპორტთან აქციის მონაწილეებს აკავებენ

აეროპორტთან აქციის მონაწილეებს აკავებენ

19/05/2023 10:08:46 სამართალი, საზოგადოება

აეროპორტთან სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აკავებენ.

ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებდნენ.

აქციის ორგანიზატორი "დროას" ლიდერი აცხადებს, ამ დროისთვის დაკავებულია 6 დემონსტრანტი.

'პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის? გინება არ არის დანაშაული?"- ასე უპასუხა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ აკავებენ პროტესტი გამო აქციის იმ მონაწილეებს, „რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ“.

„თქვენ რა იცით, რომ არ დაუშავებია?! პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის? გინება არ არის დანაშაული? დანამდვილებით იძახი, რომ არაფერი დაუშავებია?!",- აღნიშნა სირაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, სირაძემ აღნიშნა: „დიახ“.

მანამდე, შსს–მა აეროპორტის მიმდებარედ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, პროტესტის გამოხატვისას დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს:

„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობლიზებულები არიან სამართალდამცველები. ასევე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც უშუალოდ უნდა ისარგებლონ აეროპორტის მომსახურებით და ობიექტეზე დასაქმებული პირები.

პოლიცია იცავს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება აეროპორტის შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ დასაშვებ ტერიტორიაზე, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S