
აეროპორტთან დაკავებულების სასამართლო პროცესები მომდევნო კვირაში გაიმართება
19/05/2023 15:59:00 სამართალი, საზოგადოება
დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 6 მოქალაქის სასამართლო პროცესები მომდევნო კვირაში – 22-25 მაისს გაიმართება.
ცნობილია, რომ ნატა ფერაძის პროცესი 22 მაისს შედგება, 24-შია დანიშნული შუშანა მაცაბერიძის საქმის განხილვა, ხოლოო 25-ში – გელა ხასიას. დანარჩენების შესახებ ჯერ ცნობილი არაა.
აქციაზე დაკავებულ ექვსივე ადამიანს ბრალად ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა.
20:00 საათზე დაგეგმილია კიდევ ერთი აქცია პარლამენტის შენობასთან ასევე რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის გასაპროტესტებლად.