აფხაზეთში სროლას მსხვერლი მოჰყვა, დაჭრილია მოზარდიც

23-05-2023 17:56:55 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სროლა სოხუმში, სახაროვისა და არძინბას ქუჩების კვეთაზე მოხდა.

ინციდენტის დროს დაიჭრა 12 წლის მოზარდი.

როგორც დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, ქვედა კიდურის არეში დაჭრილი ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები