საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში საზეიმოდ აღინიშნება

26-05-2023 13:57:31 კონფლიქტები ,რეკლამა

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრშია შეკრებილი.

ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება. მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენები. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ქალაქის ცენტრში შეკრებილთათვის ამ წუთებში ადგილობრივი შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები კონცერტს მართავენ.

ღონისძიება კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ახალქალაქშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. საღამოს დაგეგმილ კონცერტზე კი ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, მარიამ მამისმედაშვილი, დათუნა მგელაძე და დუეტი ჯორჯია იმღერებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები