პარტიაში განმარტავენ, რატომ არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე 26 მაისის ღონისძიებას

26-05-2023 17:27:09 საზოგადოება

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რატომ არ ესწრებოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 26 მაისის ღონისძიებას.

"დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილ საზეიმო ცერემონიალს ყოველთვის ესწრება ყველა უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირი! ირაკლი კობახიძე ცერემონიებზე დასწრებისგან წლებია, თავს რომ იკავებს, ვითომ ახლა გაიგეს. წინა წელს, ან იმის წინა წელს რომ არ იყო იგივე ცერემონიაზე, მაშინ რატომ არ შეიმჩნიეს? სპორტდარბაზიდან და აუზიდან ფოტო ან ვიდეომასალა არ ჰქონდათ და იმიტომ?" - წერს პარტიის პრეს–სამსახურის თანამშრომელი გიორგი გრძელიშვილი "ფეისბუქში" პირად გვერდზე.

სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ირაკლი კობახიძე იყო გამოსახული. მათი მტკიცებით, ღონისძიების მიმდინარეობის დროს კობახიძე სპორტდარბაზში იყო.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღისთვის თბილისში, რუსთაველის გამზირი საზეიმოდ არის მორთული. დედაქალაქის გარდა, ღონისძიებები ქვეყნის 15 ქალაქშიც იმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები