26-05-2023 20:06:18 კონფლიქტები ,რეკლამა
26 მაისის ღონისძიების კულმინაციისას 17:10 წუთზე ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, პერფორმანსების თანხლებით ჰაერში ფერადი ფოიერვერკი და ათასობით ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტებით დასრულდა, სადაც ყველასთვის ნაცნობი კომპოზიციები შეასრულეს ახალქალაქში ნოდიკო ტატიშვილმა, სოფო გელოვანმა, მარიამ მამისმედაშვილმა, დათუნა მგელაძემ და დუეტმა ჯორჯიამ, ხოლო მარნეულში - ჯგუფმა ფრანმა, თემურ ყვითელაშვილმა, ეკა კახიანმა, ნინი ბადურაშვილმა, ქრისტინე იმედაძემ და თაკო გაჩეჩილაძემ.